ღარიბაშვილის კადრი იყო აზარაშვილი. გული მიგრძნობს არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად. ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო და ამიტომ მოხდა მისი გათავისუფლება.
"ღარიბაშვილის კადრი იყო აზარაშვილი. გული მიგრძნობს არჩილ თალაკვაძეს ვიხილავთ ჯანდაცვის მინისტრად. ჩემი აზრით, თალაკვაძე არ იქნება ცუდი მინისტრი. მე თალაკვაძესთან მაშინ მქონდა შეხება, როდესაც ის იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე და მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. მაშინ რამდენიმე თვე ვიმუშავეთ შეწყალების დებულებაზე. ყოველთვის ძალიან მომზადებული მოდიოდა და ძალიან სასიამოვნო იყო ეს სამუშაო პროცესი. აშკარად ესმის ეს საკითხები, რადგან როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო ხელმძღვანელობდა სამედიცინო მიმართულებას, ახლა რომ ციხეებში უკეთესი სამედიცინო სერვისია, თალაკვაძის დამსახურებაა. თუ თალაკვაძე იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ცუდი მინისტრი არ უნდა იყოს. ეს სისტემა და ეს პრობლემები ესმის”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.