თბილისის მერმა კახა კალაძემ,  2025 წლის 27 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ   მეტროსადგურ "მარჯანიშვილისა" და "ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელები მოეწყობა.რასაც ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. 

„ძალიან კარგად იცოდა კალაძემ, რომ არსებობს „ახმეტელის მეტროს“ მეორე ამოსასვლელი, რამდენიმე დღის წინ ვაჩვენეთ კიდეც და რომ ვაჩვენეთ მეორე ჩასასვლელი, რომ დაუმთავრებელია, ლპება, უზარმაზარი ფული იხარჯება იქიდან წყლის ამოღებაში, შემდეგ გაიღვიძა მექრთამე კალაძემ და რამდენიმე დღის წინ ქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და თქვა, რომ ტენდერს აცხადებს. კაცი, რომელიც 8 წელია არის თბილისის მერი და არჩევნებამდე დარჩენილია თვეზე ოდნავ მეტი, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ მარჯანიშვილის და ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის გასაკეთებლადო. აქამდე სად იყო? არ იცოდა? თვლემდა? ეძინა? გასაგებია, რითაც იყო დაკავებული - დიდი ნიჩაბი ეკავა და იპარავდა ფულს. მარჯანიშვილის ამოსასვლელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამ ამოსასვლელის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობას შვება ექნება. ახმეტელის მეტროს ამოსასვლელსაც გავაკებთ და ყველაფერს 4 ოქტომბრის შემდეგ მას მერე, რაც გავყრით ამ მექრთამეებს, ამ ქალაქსაც მივხედავთ და მოსახლეობაზეც ვიზრუნებთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.