ტინი კოქსი იყო ადამიანი, რომელიც 2008 წელს მუდმივად იზიარებდა რუსეთის პოზიციას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე მინდა შევახსენო ყველას, ტინი კოქსი იყო ადამიანი, რომელიც 2008 წელს მუდმივად იზიარებდა რუსეთის პოზიციას, უჭერდა მხარს იმ მიდგომებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები არ უნდა გამოყენებულიყო”- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს მხარი დაუჭირა.