როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 23 თებერვალს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა წარდგება.
მიმდინარე სასესიო კვირაში თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.