საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე, რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.