უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ზელენსკის ბრძანებულებას მხოლოდ ერთი სტრიქონი აქვს: "გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან".
ზელენსკიმ მოსკალევი 24 თებერვლის ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში ახსენა, როდესაც ჩამოთვალა სამხედრო ლიდერები, რომლებსაც ესაუბრა.
მოსკალევი ამ თანამდებობაზე 2022 წლის მარტიდან იყო, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან მალევე.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოფიციალურ გვერდებზე მოსკალევის თანამდებობიდან გათავისუფლება ნახსენები არ არის.
მანამდე ედუარდ მოსკალევი ოდესის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაური და "ვასტოკის" ოპერატიული სარდლობის ჯარების მეთაურის პირველი მოადგილე იყო.