უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ურთიერთობა გერმანიასთან რთულ ფაზაშია, რადგან მას კანცლერ ოლაფ შოლცის უკრაინისათვის დახმარების გაწევის აუცილებლობაში დარწმუნება უწევს.
"მისი [ოლაფ შოლცის] დარწმუნება მიწევს, რომ დაეხმაროს უკრაინას. მუდმივად მიწევს იმის დამტკიცება, რომ ეს დახმარება ჩვენთვის კი არ არის, არამედ ევროპელებისთვისაა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ურთიერთობები გერმანიასთან ტალღისებრია, ხოლო ახლა კი „რთულ ფაზაშია“, რაც ტანკების მიწოდებაზე რამდენიმეკვირიანი რთული მოლაპარაკებებით აიხსნება.