ასე მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტის დაწყებამდე.
"უკრაინა ევროპაა და თქვენი ერის მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ვიქნებით თქვენთან, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება." - განაცხადა მეცოლამ.
9-10 თებერვალს ბრიუსელში ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის ყველა ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ზელენსკი სამიტზე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.