უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 9 თებერვალს დილით ბრიუსელში გაემგზავრნენ.
ისინი აეროპორტში ადგილობრივი დროით 8:30 საათზე მივიდნენ, თვითმფრინავი კი 9:00 საათზე აფრინდა.
9-10 თებერვალს ბრიუსელში ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის ყველა ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ზელენსკი სამიტზე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული. ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.