უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 თებერვალს ევროპარლამენტში სიტყვით წარდგა.
ზელენსკიმ გამოსვლა დაიწყო მისალმებით "დიდება უკრაინას" - და დამსწრეებმა უპასუხეს: "დიდება გმირებს!".
უკრაინის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის.
"ევროპას გაუმართლა, რომ ამ დარბაზში, ევროპის უდიდეს პარლამენტში - ევროპარლამენტში - მთლიანობასა და ენერგიას აქვს აბსოლუტური უმრავლესობა. მადლობას გიხდით", - განაგრძო მან.
ზელენსკიმ ისაუბრა ევროპულ ცხოვრების წესზე და დემოკრატიაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინისთვის ეს არის სახლისკენ მიმავალი გზა".
"ახლა მე ვარ აქ, რათა ჩვენი ხალხის სახლისკენ მიმავალი გზა დავიცვა. ყველა უკრაინელი, ყველა უკრაინელი, სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით, განსხვავებული სოციალური სტატუსით, განსხვავებული შეხედულებებით რელიგიაზე, განსხვავებული პირადი ისტორიით - მაგრამ ერთი და იგივე ევროპული ისტორიით, როგორც თქვენ ყველა. ისინი ცდილობენ გაანადგურონ უკრაინული ევროპული ცხოვრების წესი ტოტალური ომით, მაგრამ რისთვის? იმისათვის, რომ გაანადგურონ ევროპული, უკრაინული ცხოვრების წესი. შემდეგ კი თითოეული 27 ევროპული ელემენტი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - დასძინა მან.