უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევა სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ.
"ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და გადავედით კონტრშეტევაზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტრშეტევა არ არის ძალიან სწრაფი, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად წინ მივიწევთ და ტერიტორიის ვათავისუფლებთ. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორია მაქსიმალურად და წინ წავიწიოთ, თუნდაც ის ნაკლები იყოს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.