უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონთან უკრაინელი მფრინავების მომზადების საკითხი განიხილეს.
"საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას განვიხილეთ საკითხი, თუ რა ახალი დახმარება შეუძლია მიაწოდონ ჩვენს მეომრებს.
განვიხილეთ ოდესის რეგიონის დაცვის საკითხი - ის, თუ რა შეუძლია გააკეთოს საფრანგეთმა ოდესისა და ოლქის დასაცავად.
გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება საფრანგეთში ჩვენი პილოტების მომზადების შესახებ. გამანადგურებლების კოალიცია უფრო ძლიერდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მაკრონთან ისაუბრა უკრაინისთვის ახალი თავდაცვითი პაკეტის შესახებ. ამასთან, ორი ქვეყნის ლიდერმა მიაღწია შეთანხმებას საფრანგეთისა და ფრანგული კომპანიების მონაწილეობის შესახებ თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე. ასევე განიხილეს „მარცვლეულის კორიდორის“ მუშაობის უზრუნველყოფისა და ოდესის ოლქის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ.
გარდა ამისა, ზელენსკი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებზე დიდი შვიდეულის დეკლარაციის შემუშავებისას.