„არ უნდა იყოს ჩვენს კონტინენტზე არც გაყინული და არც ცხელი კონფლიქტები. ცოტა ხნის წინ ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ ნატო, და პასუხი არის ძალიან მარტივი: როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები. სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რომ რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა.
"არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა, ან ღია ომი, ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველდღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები აბსოლუტურად ილუზიური ხდება. იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე, ასევე ჩვენი ჯარისკაცების იმედგაცრუებაზ.
წელს არის გადაწყვეტილებების წელი, ზაფხულში ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე საჭიროა უკრაინის მკაფიო მიპატიჟების სიგნალი და უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს წევრობის გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილება. პოზიტიური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები ყველასთვის. უსაფრთხოების საფუძვლები მოლდოვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში ბელარუსისთვისაც. ეს ყველაფერი ევროპული მშვიდობისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე.
თარგმანი სქართველოს პირველი არხი.