ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა და, მათ შორის, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება, ერთობლივი წარმოება, ევროპასთან თანამშრომლობით იარაღის შეძენა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

"აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, გენერალ კელოგს შევხვდი. პროდუქტიული საუბარი გვქონდა.

განვიხილეთ მშვიდობისკენ გზა და პრაქტიკულად რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ის ის დავაახლოოთ. ეს მოიცავს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას, ერთობლივ წარმოებას და ევროპასთან თანამშრომლობით იარაღის შეძენას. ასევე, რა თქმა უნდა, სანქციებს რუსეთისა და მათ წინააღმდეგ, ვინც მას ეხმარება. აშშ-ს ლიდერობის იმედი გვაქვს, რადგან ნათელია, რომ მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი მისი უსაფუძვლო ამბიციები ძალისმიერად არ აილაგმება. 

მადლობას ვუხდი კიტ კელოგს უკრაინაში ამ ვიზიტისთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალებისთვის და ორივე ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებებისთვის. ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ". - წერს ზელენსკი.