უკრაინის არმია „მიიწევს დონეცკის მიმართულებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტორული თათბირის შემდეგ.
„მე მივიღე ანგარიშები ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ, რომელიც მოწოდებულ იქნა სადაზვერვო სამსახურების მიერ. დონეცკის მიმართულებით წინ მივდივართ. არის სხვა განხორციელებადი ჩანაფიქრებიც“, - წერს ის.
ზელენსკიმ ასევე მიიღო მოხსენება ხერსონის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ”რუსები აგრძელებენ ტერორს იმ ტერიტორიებზე, სადამდე მიღწევაც არ შეუძლიათ”.
პრეზიდენტის თქმით, რუსებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 26 საჰაერო ბომბი გაისროლეს, შედეგების ლიკვიდაცია ხორციელდება, ხალხს დახმარებას უწევენ.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა რუსეთთან თანამშრომლობაში მყოფები კიევზე გასულ კვირას მიტანილი იერიშის შემდეგ.
"კარგი გზავნილია ყველა მოღალატესთვის: იქნება შურისძიება“, - დასძინა ზელენსკიმ.