ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა.
„გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა. ალექსეი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვი უნდა უხელმძღვანელოს. უკრაინის უმაღლეს რადა კარგად იცნობს ამ ადამიანს და ბატონ უმეროვს დამატებითი წარდგენა არ სჭირდება. მოველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსტემ უმეროვი მე-9 მოწვევის სახალხო დეპუტატია პარტიიდან „ხმა". იგი სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი 2022 წლის სექტემბრიდან. დანიშვნამდე იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი დელეგაციის უფროსის მოადგილე.
უმეროვი იყო უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში 2022 წელს.
უმეროვს ყირიმულ თათრული ფესვები აქვს, მისი ოჯახი საბჭოთა ხელისუფლებამ ყირიმიდან იძულებით გადაასახლა 1944 წელს.