უკრაინული და ამერიკული წყაროების ცნობით, Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკვე უკრაინაში. მოგვიანებით, ამერიკული წარმოების ტანკების მიღება დაადასტურა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
"Abrams-ები უკვე უკრაინაშია და ემზადებიან ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად. პარტნიორების მადლიერი ვარ, შესრულებული შეთანხმებებისთვის. ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, ვაფართოებთ მიწოდების გეოგრაფიას",- განაცხადა ზელენსკიმ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ტანკზეა საუბარი, თუმცა გასულ კვირებში Politico წერდა, რომ პირველი პარტიაში უკრაინა სულ ამერიკული წარმოების 10 ტანკს მიიღებდა.
შეთანხმების მიხედვით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სულ 31 ტანკი უნდა გადასცეს, მაღალი ალბათობით დანარჩენ რაოდენობას მომდევნო თვეებში მიიღებს.