უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, PBS-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
პრეზიდენტის ამბობს, რომ უკრაინას არ აქვს საჭირო რაოდენობის შეიარაღება, რათა რუსეთის წინსვლას წინააღმდეგობა წარმატებით გაუწიოს. ასეთ პირობებში, ოკუპანტები, უკრაინელი მებრძოლების პოზიციებიდან უკან დახევას ყოველდღე შეძლებენ.
“გულწრფელად ვამბობ - დასავლური და, განსაკუთრებით, ამერიკული დახმარების გარეშე, გამარჯვების შანსი არ გაგვაჩნია. საჭიროა მტერზე გაცილებით ძლიერი იყო - ამას ვამბობ მე. დღეისათვის, საარტილერიო ჭურვების თანაფარდობა 1x10-თან არის რუსების სასარგებლოდ. შევძლებთ ამ პირობებში გაძლებას? - ვერა. თვითმფრინავების თანაფარდობა 1x30-თან რუსეთის სასარგებლოდ. როგორ შეიძლება იომო? ჩვენ განსაკუთრებულ იარაღს ხომ არ ვითხოვთ ან არავინ ითხოვს 300 და 500 თვითმფრინავის მოცემას, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი, უკრაინის ტერიტორიაზე, 300 თვითმფრინავს იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი სტატისტიკის გათვალისწინებით, რუსეთის ჯარები ყოველდღიურად უკან წაგვწევენ” - ამბობს პრეზიდენტი.
ზელენსკის მიხედვით, იმ ტერიტორიების დაცვა, რომლებიც უკრაინის კონტროლის ქვეშაა, მოითხოვს რუსებთან საარტილერიო ჭურვების რაოდენობაში გათანაბრებას.
“როგორ გავანადგუროთ მტერი? გეგმა ძალიან მარტივია. ის გასაგებია. ის არსებობს. არსებობს კონკრეტული იარაღი, რომელიც საჭიროა წინ წასაწევად. არსებობს კონკრეტული იარაღი, რომ დავიცვათ ცა და არსებობს კონკრეტული იარაღი ცის გასახსნელად, რათა ჩვენმა სამხედროებმა წინ წაიწიონ. გეგმა არსებობს მეტიც - ჩვენ ყველა პარტნიორს ის ხელებში აქვთ” - განაცხადა პრეზიდენტმა.
საჰაერო თავდაცვის საშუალებებისთვის რაკეტების დეფიციტმა, უკრაინას ხელი შეუშალა მოეგერიებინა რუსეთის საჰაერო იერიში წინა კვირას, რის შედეგადაც, კიევის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა.
“რუსეთის მხრიდან ნასროლი 11 რაკეტიდან, პირველი 7 გავანადგურეთ და 4 მოხვდა ტრიპოლის. რატომ? იმიტომ, რომ ნული ანტისაჰაერო რაკეტა გვქონდა. ჩვენ აღარ გვქონდა რაკეტები ტრიპოლის დასაცავად" - განაცხადა ზელენსკიმ ინტერვიუში.