უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მობილიზაციის ახალ კანონს, რომლის განხილვაც თითქმის 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელშიც 4 ათასამდე ცვლილება შეიტანეს.
კანონპროექტი, რომელიც მობილიზაციის ცალკეული საკითხების რეგულირებას და სამხედრო აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო.
ახალ კანონს მხარი დაუჭირა 283-მა დეპუტატმა.
პირველადი ვერსიისგან მიღებული პროექტის მთავარი განსხვავება დემობილიზაციის კონკრეტული ვადების შესახებ დაწესებული ვადების გაუქმებაა.
ცალკეული კანონპროექტით დადგინდა მობილიზაციის ახალი ასაკი და 27-ის ნაცვლად 25 წლით განისაზღვრა.