უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულადაა, განსაკუთრებით კი – დონეცკის მიმართულებით.
"სიტუაცია ფრონტზე ასეთი ცხელი ომის დროს მუდამ რთულია, თუმცა ამ დღეებში, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით, უფრო რთულდება". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებიც პოზიციების დასაცავად "ყველაფერს აკეთებენ".
აქამდე, 13 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება მწვავდება.