ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა Abrams-ის ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს.
როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტანკების მიწოდება დაჩქარდეს. ამასთან, ოსტინი თქმით, ტანკების მიწოდების ვადები იმით არის განპირობებული, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნებს უტარებენ და შესაბამის ინფრასტრუქტურას აწყობენ, რათა ტანკების მუშაობა უზრუნველყონ.
"რამდენიმე ტანკი უკვე გადავიტანეთსაწვრთნელ პოლიგონზე, რათა უკრაინელებმა დაიწყონ მომზადება. იმ დროისთვის, სანამ სწავლებები დასრულდება, ტანკები გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი იქნება... ეს ტექნიკა საგრძნობლად განსხვავდება, უფრო გართულებული სისტემა აქვს. თუმცა ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე გადავცეთ უკრაინელებს ეს ტექნიკა. მათ ყველაფერი ექნებათ შემოდგომის დასაწყისისთვის", - ამბობს ოსტინი.