ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა Abrams-ის ტანკების პირველი პარტია, რომელიც მომდევნო უქმეებზე გაიგზავნება, ხოლო უკრაინაში შემოდგომის დასაწყისში ადგილზე იქნება. ამ ინფორმაციას, აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე შესყიდვების საკითხებში დაგლას ბუში ავრცელებს.
მისი თქმით, Abrams-ის ტიპის ტანკების პირველი ნაწილი, უკრაინაში გასაგზავნად "უკვე მზად არიან."
"ახლა ისინი უნდა გაიგზავნოს ევროპაში და შემდეგ უკრაინაში, ყველაფერთან ერთად - საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავი, სარემონტო მოწყობილობები. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მოჰყვება მათ." - განმარტა ბუშმა.
ამერიკელებმა უკრაინელების წვრთნა მაისში, გერმანიის ტერიტორიაზე დაიწყო. მედიის ცნობით, წვრთნების დასრულება ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.
ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ Abrams-ის ტანკებს უკრაინას გადასცემდა.
შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ტანკების გადაცემის დრო, როდესაც გადაწყვიტა უკრაინისთვის ძველი, M1A1 Abrams-ის მოდელის ტანკები გადაეცა, რომლის ათვისება და მოვლაც უფრო მარტივია.
ამერიკა, უკრაინას 31 ტანკს გადასცემს.
ივნისში, საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას Abrams-ის ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის ჭურვების გადასცეს.