უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ავდეევკასთვის ბრძოლაში რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაკარგი დაახლოებით 10 000 ადამიანია. თუმცა იგი არ აკონკრეტებს საუბარია მხოლოდ დაღუპულებზე, თუ მათ შორის არიან დაჭრილებიც.
მისივე ინფორმაციით, ერთ თვეში 100-ზე მეტი რუსული ტანკი, 250 სხვა ჯავშანმანქანა, 50-მდე საარტილერიო სისტემა და შვიდი სუ-25 თვითმფრინავი გაანადგურეს ამავე რეგიონში.
უკრაინული მხარის ცნობით, ნოემბერში რუსეთის ჯარების თითქმის 40 000-იანმა შემადგენლობამ ერთდროულად დაიწყო ავდეევკაზე შეტევა ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებიდან.