უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 16 მაისის ღამეს, რუსებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტითა და "შაჰიდის" დრონებით. უწყების ცნობით, ყველა რაკეტა უკრაინის დამცველებმა ჩამოაგდეს.
"16 მაისს დაახლოებით 03:30 საათზე რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო.
ექვსმა MiG-31K თვითმფრინავმა გაისროლა ექვსი "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტა, ცხრა კალიბრის ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის გემებიდან და სამი სახმელეთო რაკეტა (S-400, Iskander-M).
18-ვე რაკეტა განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მიერ", - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.