24 თებერვლიდან ამ დრომდე, უკრაინის მოქალაქეებმა, შეიარაღებული ძალებს ჯამურად 500 მილიონ დოლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებული 1 მილიონი დოლარი გაიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვალერი ზალუჟნიმ მილიონი დოლარი, მემკვიდრეობის სახით, ამერიკაში მცხოვრები და ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი, ვინმე გრიგორი სტეპანეცისგან მიიღო. ზალუჟნიმ თანხა მთლიანად ЗСУ-ს შესწირა.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურშიც.
Українська правда-ს ვალერი ზალუჟნის სიტყვებს ავრცელებს:
"ჩემი მთელი ცხოვრება შეიარაღებულ ძალებს შევწირე და არცერთი წამით არ მქონია ეჭვი, თუ რა უნდა მექნა მემკვიდრეობისთვის. ბატონი გრიგორის უკანასკნელი ნება ცალსახად ის იყო, რომ ჩემი სახით მხარი დაეჭირა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის".