უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინისკენ გასროლილმა ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.
"დღეს, 10 თებერვალს, დილის 10:18 საათზე, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვას რესპუბლიკასთან. დაახლოებით დილის 10:33 საათზე კი ამ რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე. ამის შემდეგ, რაკეტები კვლავ შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის ადგილას." - წერს ზალუჟნი.
მისი თქმით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან ისროლეს.