Wall Street Journal-ი, დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის მანქანაში ამერიკელმა სამართალდამცავმა ძალებმა ფეთქებადი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
სროლაში ეჭვმიტანილი პირის, თომას მეთიუ კრუკსის მანქანა ტრამპის მხარდამჭერების წინასაარჩევნო ყრილობის მახლობლად იყო გაჩერებული.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.