მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სენატორებს, უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს მიჩ მაკკონელს, ყველა ამერიკელა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.
"ეს კენჭისყრა აძლიერებს ამერიკის როლს, როგორც დემოკრატიის შუქურას და თავისუფალი სამყაროს ლიდერის", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე თქვა, რომ მადლიერია ყველა ამერიკელის, ვინც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და აცნობიერებს, რომ "ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკას".
"შორი მოქმედების იარაღი, არტილერია და საჰაერო თავდაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი იარაღია სამართლიანი სამყაროს სწრაფი აღდგენისთვის", - განაცხადა ზელენკსიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.