ჩემი პირადი აზრით, ჩვენ NATO-ს წევრი გავხდებით მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არ თვლის, რომ უკრაინას NATO-ში ომის მიმდინარეობისას მიიღებენ.
„ეს ზოგისთვის დიდი რისკია, ზოგი კი, უბრალოდ სკეპტიკურად არის განწყობილი. NATO-ს წევრობის საკითხი, როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, უმრავლესობის გადასაწყვეტია. უკრაინის ალიანსში პოლიტიკურად მიღებისთვის საჭიროა გამარჯვება. საქმე როდესაც მივა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებამდე, არავინ დააყენებს NATO-სთან თავსებადობისა და უკრაინელი სამხედროების დონის საკითხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ომის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინა მანამდე არ იყო ალიანსის წევრი.
გუშინ რადაში სიტყვით გამოსვლისას NATO-ს გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველებს, როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი.