ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდაცვითი ზღუდეებისა და საფორტიფიკაციო ხაზების მშენებლობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საომარი კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"მნიშვნელოვანი თემაა ფორტიფიკაციები. მოვისმინე პრემიერ შმიგალის ანგარიში ახალი თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის შესახებ. საუბარია 200-კილომეტრის სიგრძის 3-ზოლიან ხაზზე, ამოცანა მასშტაბურია, მაგრამ მშენებლობის ტემპია კარგია, იმედი გვაქვს სამუშაოები დროულად დასრულდება",- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ მოისმინა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების ანგარიში სამხედრო მეთაურებისგან, მათ შორის ალექსანდრ სირსკისა და გენშტაბის უფროს, ანატოლი ბარგილევიჩისგან.