ჩვენ გარდა, სხვა ვერავინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მხოლოდ მტკიცე კავშირებით, მხოლოდ მტკიცე პარტნიორებით და ჩვენი საკუთარი შეიარაღებით შეგვიძლია. 21-ე საუკუნე დიდად არ განსხვავდება წარსულისგან. ქვეყანას თუ მშვიდობა სურს, მან კვლავ უნდა იზრუნოს შეიარაღებაზე. მტკივნეულია, მაგრამ რეალობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, არც საერთაშორისო სამართალი და არც კორპორატიული შეიარაღება არ წყვეტს, ვინ გადარჩება.

„თქვენ შესანიშნავად იცით, საერთაშორისო სამართალი ვერ მუშაობს, თუ ძლევამოსილი მეგობრები არ გყავს, ვისაც ჭეშმარიტად სურს, დაგიცვას. ამ შემთხვევაშიც კი, იარაღის გარეშე არაფერი გამოდის. თუმცა, მის გარეშე ყველაფერი გაცილებით ცუდად იქნებოდა. არ არსებობს უსაფრთხოების არავითარი გარანტია, გარდა საფრანგეთისა და შეიარაღებისა, არ არსებობს უკრაინული არჩევანი.  ასეთია რეალობა და ჩემ ხალხს რომ ვიცნობ, ისინი სხვაგვარად აირჩევდნენ პრიორიტეტს. უკრაინელები მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ მათ სურთ, იცოცხლონ და თავისუფლად იარსებონ დამოუკიდებელ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებთ თავდაცვაში. მრავალი ქვეყნისთვის სხვა ალტერნატივა უბრალოდ აღარ დარჩა. ქვეყნებმა შესაძლოა, ამ ტრიბუნიდან ისაუბრონ, მაგრამ სისხლისღვრის დროს, არ არსებობს არცერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც ამის შეჩერება შეუძლია. აი, რამდენად დასუსტდა ეს ინსტიტუტები.

რას უნდა ელოდოს სუდანი, სომალი ან პალესტინა, ან ნებისმიერი ხალხი, რომელიც ომში ცხოვრობს, გაერო-სგან ან გლობალური სისტემისგან? ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ განცხადებები და განცხადებებია, ის, რაც ღაზაში ხდება, გვიჩვენებს, რომ გამოსავალი არ არსებობს. თუნდაც ახლა სირიაში, ამდენი გამოწვევის შემდეგ, ის იძულებულია, მიმართოს მსოფლიოს, შეარბილონ სანქციები, რომელიც მის ეკონომიკას ახრჩობს. მას უწევს, ითხოვოს და ელოდოს. სირია იმსახურებს მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ვიდრე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, ხალხი ყოველკვირეულად იღუპება. ჯერ კიდევ არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტა, რადგან რუსეთი უარს ამბობს. რუსეთმა ათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცა და მხოლოდ მათი ნაწილი დავაბრუნეთ უკან, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაგვეხმარა. მაგრამ რა დრო დასჭირდება ყველა მათგანის დაბრუნებას, ვისი ბავშვობაც იმაზე სწრაფად სრულდება, ვიდრე უფროსები მათ დახმარებას ასწრებენ? შეხედეთ ისრაელს. თითქმის ორი წელიწადი გავიდა და მძევლები ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულან. ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ეს ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, წლების განმავლობაში ასევე არ გასცემია პასუხი სხვა საფრთხეებს, იქნება ეს ქიმიური იარაღი, თუ შიმშილი, რომელიც იარაღად არის გამოყენებული.

„გასულ წელს, ამ ასამბლეაზე მე გაგაფრთხილეთ რადიაციული კატასტროფის რისკის შესახებ, განსაკუთრებით ჩვენი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის მიერ ოკუპაციის გამო, რომელიც ევროპაში უდიდესია. თუმცა, არაფერი შეცვლილა. გუშინ სადგურში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია და რუსეთს არ შეუწყვეტია მის გარშემო ტერიტორიების დაბომბვა. ვინაიდან საერთაშორისო ინსტიტუტები ძალიან სუსტია, ეს სიგიჟე გრძელდება. სამხედრო ალიანსის წევრობაც ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დაცული ხარ. სულ ცოტა ხნის წინ, 19-მა რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მხოლოდ ოთხი მათგანი იქნა ჩამოგდებული. საბედნიეროდ, ისინი არ იყო „შაჰიდები“ ან კიდევ უარესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები საშინელი იქნებოდა. ესტონეთს მოუწია, მოეწვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა პირველად ისტორიაში, რადგან რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა გამიზნულად დაარღვიეს მათი საჰაერო სივრცე. მოლდოვა ისევ თავს იცავს რუსეთის ჩარევისგან. ჩვენ ვეხმარებით მოლდოვას და რუსეთი ცდილობს, მოექცეს მოლდოვას ისე, როგორც ერთ დროს ირანი მოექცა ლიბანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თარგმანი: პირველი არხი