რუსეთი ხერსონში მდებარე რკინიგზის სადგურს თავს დაესხა.
ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რთული დღეა. გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის დაბომბვის შესახებ. რუსეთი თავს დაესხა რკინიგზის სადგურს. სადგური ევაკუირებულია. ახლა ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის ზუსტდება. შემთხვევის ადგილზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ყველა ინფორმაციას შესაბამისი სამსახურები მოგაწვდიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქის დაბომბვის დროს რკინიგზის სადგურზე დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.