თელავის ცენტრალურ მოედანზე, წელს უკვე მეხუთედ გაიმართა „თელავის ისტორიული და კლასიკური ავტო-მოტო ფესტივალი - 2026“.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ისტორიული და კლასიკური ავტომობილები, მოტოციკლები, სუპერქარები, პროექტის ტიპის ავტომობილები, თვითნაკეთი ვერტმფრენები და სხვადასხვა უნიკალური საგამოფენო სატრანსპორტო საშუალება.

დამთვალიერებლებისთვის მთელი დღის განმავლობაში მოეწყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამები. ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს ქართული ესტრადის ვარსკვლავები აფორმებდნენ.

ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში.

ცნობისათვის, ფესტივალი დაფუძნებულია თელაველი ოთარ ოთარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად.

ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველწლიურად აერთიანებს ავტო-მოტოსპორტის, კლასიკური ავტომობილებისა და ექსტრემალური ტექნიკის მოყვარულებს.









