უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოთქვა რწმენა, რომ აშშ უკრაინას არ უღალატებს.
“რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას - ძალიან ძლიერად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, აშშ არ გვიღალატებს, და იმას, რაზედაც შევთანხმდით, ბოლომდე შეასრულებს",– თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, აშშ–ში იციან დეტალები, რისთვისაა ეს დახმარება საჭირო და უკრაინა ელის მას:
"მათ იციან, როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ თარიღების გადატანა”, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მას საუბარი ჰქონდა ორივე პარტიის წარმომადგენლებთან.
შეკითხვაზე, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ უკრაინა ომის წაგებას იწყებს, ზელენსკიმ უპასუხა: „არა!“ მისი თქმით, 2022 წელს უკრაინა ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულ იქნა, მაგრამ უკრაინამ მოახერხა ბლოკადის გარღვევა.
მან თქვა, რომ გამარჯვების ფასი მაღალია და რომ უკრაინას მართლაც აქვს სირთულეები, რაც, მათ შორის, დაკავშირებულია შეიარაღების არასაკმარის მიწოდებასთანაც არის კავშირში:„ერთი შეხედვით, არის რისკები. მაგრამ ჩვენ ყველანი ცოცხალი ადამიანები ვართ, ვიბრძვით, გვწამს ჩვენი ნაბიჯების, ყოველ შემთხვევაში, რათა მერე არ შეგვრცხვეს“.