19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
ზელენსკის ოფისმა 18 დეკემბერს გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე შეხვედრის ზუსტ დროსა და ადგილს ჟურნალისტებს პრესკონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აცნობებენ.
ზელენსკიმ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ბოლოს 2022 წლის 24 თებერვალს გამართა.