რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  Liberation-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ის რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს შეხვდება, ის სრულ ცეცხლის შეწყვეტასა და ყველა ტყვის გაცვლაზე ისაუბრებს.  

"თუ მას შევხვდები, უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი" - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, "რუსები არ ენდობიან" უკრაინელებს და უკრაინელები "არ ენდობიან რუსებს".

მას მიაჩნია, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ გარანტის მიცემა, რომ ნებისმიერი შეთანხმება დაცული იქნება.

ზელენსკი აღნიშნავს რომ აუცილებელია სანდო, დაბალანსებული მედიაცია, რომელსაც ორივე მხარე პატივს სცემს.

კერძოდ, ის შეერთებულ შტატებს კონტროლის მექანიზმის შესაძლო გარანტად ახსენებს და მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფნამ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს თურქეთში ჩასვლისკენ უბიძგოს: "თუ პუტინი არ ჩამოვა, ეს მის სრულ მარცხად იქნება მიჩნეული".