ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს მაინც მოუწევს ამ ომის დასრულება, და უმჯობესია ეს მალევე გააკეთოს, მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს.
"უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერს დიპლომატიას. მზად ვარ, თურქეთში ჩავიდე. სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტის მრავალ წინადადებასთან დაკავშირებით მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია. რუსული დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება. მოსკოვი მთელი დღის განმავლობაში დუმდა პირდაპირი შეხვედრის შეთავაზებასთან დაკავშირებით. ძალიან უცნაურია ეს დუმილი. თუმცა რუსეთს მოუწევს ამ ომის დასრულება, და უმჯობესი იქნება, ეს მალე გააკეთოს. არ აქვს აზრი მკვლელობების გაგრძელებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოხატა სრული და მზადყოფნა, უმასპინძლოს შეხვედრას. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ტრამპი სრულად უჭერს მხარს ამ შეხვედრას, და ჩვენ გვსურს, რომ მან გამონახოს შესაძლებლობა და თურქეთში იყოს", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.