უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ჩავა, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
შესაძლოა, პირისპირ მოლაპარაკებები შედგეს ზელენსკისა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს შორის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სადაც უკრაინის მშვიდობის ფორუმის განხილვის მორიგი რაუნდი გაიმართა.
ერმაკის თქმით, უკრაინა დაინტერესებულია მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვით. რიგით მე-4 საერთაშორისო შეხვედრაში, რომელსაც უკრაინის მშვიდობის ფორმულა განიხილეს, 81 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
ერმაკის განცხადებით, პარტნიორებთან ღია და კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გაყინული კონფლიქტები მიუღებელია.