უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,რუსეთს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს. როგორც მან ვილნიუსში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა.
"უკრაინა რომ დაცემულიყო და დამდგარიყო “დღე უკრაინის შემდეგ”, რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს გაგრძელებულიყო, რათა დამდგარიყო დღე მოლდოვის შემდეგ, ხოლო მერე დღე ბალტიის შემდეგ, დღე პოლონეთის შემდეგ და დღე ბევრი სხვას შემდეგ.. ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთი ზიზღით უყურებს მათი დამოუკიდებლობას. არანაირი პატივისცემა არ არის მოსკოვში კავკასიის ერებისადმი. ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რუსეთი უკან დაიხევს".
“დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკან დაიხევს. ვერ შევძლებთ ახლა კონკრეტული დღის დასახელებას, თუ როდის მოხდება ეს. არ შეგვიძლია ახლა კონკრეტული დეტალების დასახელება, თუ როგორ მოხდება ეს. მაგრამ ვიცით, რომ ეს მოხდება. იქნება ასეთი დღე".