უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით, გაერთიანებული სამეფო აიღებს ვალდებულებას, სადაზვერვო მონაცემების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების, სამედიცინო და სამხედრო წვრთნების, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ამასთან, რიში სუნაკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 2024-2025 წლებში 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.