უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრიშიანის კარინში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რიგაში, ჩემო მეგობრებო - ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება! ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. დიდება უკრაინას!",- წერს კარინში.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან მოლაპარაკებები გამართა.