ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, მტერმა, სულ მცირე, 500 რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
"ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, მტერმა, სულ მცირე, 500 რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით. მადლობა დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი წვლილისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, კერძოდ რადარების, დრონების საწინააღმდეგო სისტემებისა და რაკეტების მიწოდებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.