უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა "აუცილებელია“, თუმცა კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ "ეფექტური გადაწყვეტილებების“ უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებებში კიევიც უნდა იყოს ჩართული.
"ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ გვჭირდება მდგრადი მშვიდობა. ყველამ იცის მთავარი მიზნები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც რეალური შედეგების მიღწევაში გვეხმარება“. - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
როგორც BBC-ი იუწყება, ზელენსკი ანკორიჯში დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არ იყო.