ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, პირველ მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალექსანდრე კარტოზიასთან და კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზალცლანდის ოლქში იმყოფებოდა.
ვიზიტი ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ზალცლანდის ოლქს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გერმანული მხარის მოწვევით შედგა.
ვიზიტის მიზანს ორ რეგიონს შორის პარტნიორული კავშირების გაღრმავება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრულ სფეროებში გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელება წარმოადგენს. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე კულტურის და ეკონომიკის მიმართულებით.










