არ არსებობს ნიშანი, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მოლაპარაკებების დღეს ისინი ხალხს კლავენ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ომი გრძელდება ზუსტად იმიტომ, რომ არ არსებობს ბრძანება და არც რაიმე ნიშანი იმისა, რომ მოსკოვი ამ ომის დასასრულებლად ემზადება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.