უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუკი აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინას დროულად ვერ მიაღწევს, უკრაინის ძალები თანდათან ტერიტორიას დაკარგავენ.
"თუ არ იქნება აშშ-ს დახმარება, ეს ნიშნავს, რომ არ გვექნება საჰაერო თავდაცვა, არც Patriot-ის რაკეტები, არც ჩამხშობები ელექტრონული ომისთვის, არც 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები". - განაცხადა ზელენსკიმ The Washington Post-თან საუბრისას.
მისი თქმით, "ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკან წავალთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიხევთ".
"თუკი ფრონტის ხაზის დასაცავად დღეში 8 000 ჭურვი გჭირდება, მაგრამ, მაგალითად, მხოლოდ 2 000 გაქვს, უფრო ნაკლების გაკეთება გიწევს". - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "თუ ეს გატყდება, რუსებმა შესაძლოა დიდ ქალაქებში შესვლა შეძლონ".