უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ვიზიტით ოთხშაბათს, 28 მაისს ჩავა. ამის შესახებ ორშაბათს, გამოცემა Der Spiegel იუწყება.

ჟურნალისტების ცნობით, უკრაინის ლიდერი გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრას გამართავს.

განხილული იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების  მოლაპარაკებებში შესაძლო ნაბიჯები.

როგორც იუწყებიან, მერცი ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის შემოღების გეგმების შესახებ აცნობებს.

"გარდა ამისა, სავარაუდოდ, განიხილება უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის საკითხი", - აღნიშნავს გამოცემა.

გარდა ამისა, Der Spiegel-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას გეგმავს.