სირთულეების მიუხედავად, ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შეთანხმების პროცესი წინ მიიწევს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ის მომავალ კვირასაც შეხვდება, რათა გადაუჭრელი საკითხები მოგვარდეს. პუტინმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე გამართა.
შეხვედრამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობა არსებობს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ.