სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდნენ მიიღონ აფრიკული მისია სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. კიევსა და მოსკოვს აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ამის შესახებ Reuters წერს.
სამხრეთ რესპუბლიკის ხელისუფლება, რომლის შესახებაც გასულ კვირას გაჟღერდა ბრალდება რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები დათანხმდნენ მიიღონ აფრიკელი ლიდერების მისია პოტენციური სამშვიდობო გეგმის განსახილველად.
როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა ამტკიცებს, ინიციატივის შესახებ ინფორმირებულები არიან გაერო, აშშ და დიდი ბრიტანეთი. მისი თქმით, ვაშინგტონმა და ლონდონმა გეგმის მიმართ ფრთხილი მხარდაჭერა გამოხატეს.
რამაფოსას მიერ დასახელებულ არცერთ ქვეყანას აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებით, აფრიკელი ლიდერების მისიაში შევლენ ეგვიპტე, სენეგალი და უგანდა.