რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 10 ათასს რუბლს (312 ლარი) დაჰპირდა მათ, ვინც კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების გამო სახლი დატოვა.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კურსკის ოლქის გუბერნატორთან, ალექსეი სმირონვთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.
„ბევრი მოქალაქე იმყოფება დროებითი განთავსების პუნქტში, თან დოკუმენტებიც არ აქვთ. ჩვენ, ცხადია, ყველას ვეხმარებით, მაგრამ ასევე იგეგმება ზომების მიღებაც ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე“,- განაცხადა სმირონვმა.
საპასუხოდ პუტინმა აღნიშნა, რომ ფედერალური დახმარების საკითხი პრემიერ-მინისტრთან უკვე განიხილა.
„მოდი, ჩავთვალოთ, რომ იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც ეს სჭირდებათ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა 7 აგვისტოს გააკეთა და მომხდარს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. კურსკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადგილობრივი ემსხვერპლა. ვრცელდება ცნობებით, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
თარგმანი: პირველი არხი